понедельник, 11 июля 2011 г.

,,პროექტს საერთო ხელმძღვანელობას უწევდა ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი, მზევინარ ცარიელაშვილი,  რომელიც თავისი დირექტორობის 4 წლის განმავლობაში სკოლასა და თემში არაერთი სასიკეთო საქმის მკთებელია, იგი მხარს უჭერს მოსწავლეთა და კოლექტივის ყველა ინოვაციურ წამოწყებას და შედეგიც სახეზეა”.-ეს ზერტის სამოქალაქო კლუბის ლიდერის, მე--11 კლასელი თათია ტურაშვილის სიტყვებია.
ზრდასრული მრჩეველი პროექტის წერასა და განხორციელებაში სკოლის ხარისხის მართვისადა ინოვაციების მენეჯერი, ქალბატონი თამარ ჯოლბორდი, რომელმაც სკოლაში მოსვლისთანავე დიდი დადებითი მუხტი და არაერთი სიახლე შემოიტანა სკოლაში.
პროექტმა ბევრი კარგი რამ შეგვძინა-პირველ რიგში მეგობრები ხელთუბნის საჯარო სკოლიდან, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის განხორციელებაში და მონდომებულნი არიან თვითონაც განახორციელონ მსგავსი ღონისძიებები.
     პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები- ,,კონფლიქტების მართვა”, ,,გუნდური მუშაობის წესები”, ,,პროექტების წერა”. სამივე ტრენინგი ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე წარიმართა, ამიტომ დიდიც იყო იყო მოსწავლეთა ჩართულობა ტრენინგის მსვლელობისას.
     პროექტის გვირგვინი იყო ექსკურსია ქვემო ქართლში, ხელთუბნის სკოლის მოსწავლეებთან ერთად გასვლამ და ერთობლივად ჩატარებულმა ღონისძიებებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა 2 სკოლის მოსწავლეები. ექსკურსიის შემდეგ  გაჩნდა იდეა, რომ მომავალ სასწავლო წელს ორივე სკოლის სამოქალაქო კლუბს შორის  ჩატარდეს  კონკურსი ვიქტორინა ,,ვინ უკეთ იცნობს საქართველოს”, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ ათვისებას და ექსკურსიაზე მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას.
სტენდი ზერტის საჯარო სკოლაში
სტენდი ხელთუბნის საჯარო სკოლაში
    
პროექტმა მიზანს მიაღწია, რისთვისაც ორივე სკოლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეთა სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰარმონიას” პროექტის დაფინანსებისათვის, საზოგადოება ,,ბილიკს” პროექტის მსვლელობისას გაწეული დახმარებისთვის, სსიპ ზერტის და ხელთუბნის საჯარო სკოლების დირექტორებს, ქალბატონებს მზევინარ ცარიელაშვილს და მაგული ტერმაკოზაშვილს ხელშეწყობისა და თანადგომისთვის, ქალბატონ ლეილა ქავთარაძეს, ხელთუბნის კურსდამთავრებულს და ქალბატონ თამარ ჯოლბორდს (პროექტის წერასა და განხორციელებაში ჩვენს მრჩეველს) ტრენინგების საინტერესოდ ჩატარებაში და ყველა იმ ბენეფიციარს, ვინც აქტიურობდა პროექტის მიმდინარეობისას.


ტრენინგებს ორივე სკოლის დირექტორი
 სიამოვნებით ესწრებოდა

ზერტის სამოქალაქო კლუბის ლიდერი
ტრენერი პროექტის მრჩეველი, 

   თამარ ჯოლბორდი


ტრენინგები ხელთუბნის საჯარო სკოლაში ხელთუბნის თემის წარმომადგენლის, გორის უნივერსიტეტის ლექტორის, ქალბატონ ლეილა ქავთარაძის მიერ ჩატარდა.




ტრენინგებზე მოსწავლეებმა დიდი
 ჩართულობა გამოავლინეს



ტრენინგი ,,კონფლიქტების მართვა"